გარდაბანში ადგილობრივმა ხელისუფლებამ ომის ვეტერანებს 1000 ლარი, ხოლო მათთან გათანაბრებულ პირებს 500 ლარი გადასცა
ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ომის ვეტერანებს 1000 ლარი, ხოლო მათთან გათანაბრებულ პირებს 500 ლარი გადაეცა.
ასევე, ყველა მათგანმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიისგან სასურსათო ნობათი მიიღო.
დღესვე, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები - 500 ლარს მიიღებენ.
მეორე მსოფლიო ომში, 1941-45 წლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტიდან 1552 ადამიანი დაიღუპა, 725 დაკარგულად ითვლება.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა