გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია შვიდ სოფელში შიდა გზების რეაბილიტაციისთვის ელექტრონულ ტენდერს აცხადებს
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია, მუნიციპალიტეტის შვიდ სოფელში, შიდა გზების რეაბილიტაციისთვის ელექტრონულ ტენდერს აცხადებს.
ადგილობრივი თვითმმართველობისა და მოსახლეობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს სოფელ მარტყოფში, ნორიოში, თელეთში, სართიჭალაში, კრწანისში, გამარჯვებაში და საცხენესში შიდა სატრანსპორტო მნიშვნელობის გზების რეაბილიტაცია განხორციელდება.
“პრიორიტეტად ამჯერადაც გზების კეთილმოწყობა დავისახეთ. სოფლებში სადაც საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს, მიმდინარე წელს რეაბილიტირდება. პარალელურ რეჟიმში მოხდება გარე განათების ქსელის მშენებლობა”- დავით კარგარეთელი.
სოფელ გამარჯვებაში და სოფელ ნორიოში შიდა გზის რეაბილიტაცია 668`120 ლარი
სოფელ საცხენისის შიდა გზის რეაბილიტაცია 990`059 ლარი
სოფელ კრწანისში შიდა გზების რეაბილიტაცია 1`463`449 ლარი
სოფელ მარტყოფში შიდა გზების რეაბილიტაცია 1`236`919 ლარი
სოფელ თელეთში შიდა გზების რეაბილიტაცია 2`113`100 ლარი
სოფელ სართიჭალაში შიდა გზების რეაბილიტაცია 1`345`258 ლარი
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა