|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გარდაბნის მუნიციპალიტეტში 1 ივნისი კულტურულ-საგანმანათლებლო და სოციალური აქტივობებით აღინიშნა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი, მერიის და წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გარდაბნის თერაპიულ ცენტრს სტუმრობდა.
 
1 ივნისი, გარდაბნის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო, სოციალური აქტივობებით აღინიშნა.
 
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თითოეული ბავშვი იყოს ბედნიერი და წარმატებული. ამისთვის, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში მუდმივად ვცდილობთ ვიზრუნოთ მათზე. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ, ბავშვთა დაცვის დღეს, სოციალური პროგრამებით მოსარგებლე, 225 ბენეფიციარს სასურსათო პაკეტები გადასცა, ასევე 25 განსაკუთრებული საჭიროების მქონე, 18 წლამდე პირს, 300 ლარიანი ერთჯერადი, პროგრამული დახმარება გაეწია“, - განაცხადა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა. 
 
 
   

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა