გარდაბნის მუნიციპალიტეტში იმუნიზაციის პროცესი აქტიურად გრძელდება
გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მოსახლეობისათვის ვაქცინაზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით აქტიურად გრძელდება იმუნიზაციის პროცესი.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი მობილური სამედიცინო ჯგუფები დღეს, სოფელ გამარჯვებაში, სართიჭალასა და ქესალოში იმყოფებოდნენ. ვაქცინაციის კამპანია სამხარეო ადმინისტრაციასთან და ადგილობრივ თვითმმართველობასთან კოორდინაციით ხორციელდება.
ვაქცინაციისთვის სპეციალურად მოწყობილ პუნქტამდე, მიმდებარე სოფლებიდან, მსურველების ტრანსპორტირებას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს.
შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 50 წელს გადაცილებული ყველა მოქალაქე, რომელიც კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით აიცრება ერთჯერადად 200 ლარიან დანამატს, "ბუსტერ" დოზით აცრის შემთხვევაში კი 100 ლარიან დანამატს მიიღებს.
#ვაქცინაგვიცავს
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა