კაფე "ფლამინგოს" დემონტაჟი მიმდინარეობს
ქუთაისში, კაფე "ფლამინგოს" დემონტაჟი მიმდინარეობს. კაფე, რომელიც თამარ მეფის ქუჩაზე "კინო საქართველოს" გვერდით ფუნქციონირებდა, მრავალჯერ გახდა დაპირისპირებისა და სასამართლო გარჩევის საგანი. ტერიტორიას "კინო საქართველო" პარკირებისათვის ითხოვს.
ქალაქის მერიამ, ბიზნესის ინტერესების დაცვის გათვალისწინებით, ტერიტორიის პარკირებისათვის გადაცემას მხარი დაუჭირა, "ფლამინგოს" მფლობელებს კი სანაცვლოდ ადგილი ბუხაიძის ქუჩაზე შესთავაზა. აღსანიშნავია, რომ "ფლამინგოს" იჯარის ვადა თამარ მეფის ქუჩაზე დიდი ხნის გასული ჰქონდა და ვადის გახანგრძლივებას სასამართლოს მეშვეობით ცდილობდა.
"ფლამინგო" დათანხმდა მერიის წინადადებას და ბუხაიძის ქუჩაზე ტერიტორიის შემოღობვა სცადა, თუმცა იქ მის ინტერესებს წინ მოსახლეობა აღუდგა, რომელმაც ტერიტორიაზე კაფეს მშენებლობა გააპროტესტა და იქ სკვერის მოწყობა მოითხოვა.
როგორც "კინო საქართველოში" აცხადებენ, გამოთავისუფლებულ ადგილზე პარკირების მოწყობის შემდეგ შესაძლებელი გახდება კინოდარბაზის გახსნა.
ამ თემაზე:
"თვითონ არ მენდობიან და მე როგორ ვენდო?"-ფლამინგოს" მფლობელი
"ქალაქის ხელმძღვანელობა მაიძულებს ადგილის დატოვებას"-"ფლამინგო'" ბუხაიძეზე გადადის
ხელშეკრულება შეჩერებულმა მეიჯარემ ტერიტორია თურქ ინვესტორზე გაასხვისა?
ქუთაისში, სადავო ტერიტორიაზე ახალი ინვესტორი გამოჩნდა
პრივილეგირებული მდგომარეობა კინოთეატრის სახელით
შეცდომა დავუშვით, მოსახლეობას რომ არ დაველაპარაკეთ - შოთა მურღულია
მსოფლიო პრემიერები და VIP სერვისები "კინო საქართველოში" [PHOTO]
ავტორი: ნიუპრესი