|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მდინარე იორის ხეობაში არსებული კარიერის სამსხვრევ-დამხარისხებელ კომპანიას საქმიანობა შეუჩერდა

არცერთ კომპანიას არ მივცემთ იმის საშუალებას. რომ ბიზნესის კეთებით ეკოლოგიური მდგომარეობა კატასტროფის წინაშე დააყენოს. მსგავსი ქმედებების გამოვლენის შემთხვევაში, ქვემო ქართლისა და მთელი ქვეყნის მასშტაბით, კანონის უმკაცრესი ზომები იქნება გამოყენებული - გიორგი დოხტურიშვილი. 
 
გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მდინარე იორის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კარიერის სამსხვრევ-დამხარისხებელ კომპანიას საქმიანობა შეუჩერდა - შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის პროცესს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, ადგილზე პირადად დაესწრო.
 
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, საწარმოს წარმომადგენელს, სანქციების შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნეს, რომლის საფუძველიც, გამოვლენილ დარღვევებთან ერთად, წყლის ლაბორატორიული კვლევის შედეგად  შეწონილი ნაწილაკების 277-ჯერ გადაჭარბებაც  გახდა. 
 
მხარეთა ჩართულობით განხორციელდა ტერიტორიის შესწავლაც - პროცესი, ეტაპობრივად, ადგილზე არსებულ ყველა საწარმოში განხორციელდება, რომელსაც აქტიურ მონიტორინგს, კომპეტენტური უწყებების ჩართულობით,  ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი პირადად გაუწევს.
 
„მდინარე იორის ხეობაში, კარიერების და სამსხვრევი დანადგარების შემოწმება დავიწყეთ - პროცესში შესაბამისი უწყებები მაქსიმალურად არიან ჩართულები და ყველა ის კომპანია - ლიცენზიანტები, რომელიც კანონით განსაზღვრულ შესაბამის ფარგლებს ცდებიან მაქსიმალურად იქნებიან დაჯარიმებულები. დღეს მოხდა, ერთი ასეთი კომპანიისთვის საქმიანობის შეჩერება - ეს პროცესი გაგრძელდება, რომელსაც ყოველდღიურ მონიტორინგს პირადად გავუწევ. არცერთ კომპანიას არ მივცემთ იმის საშუალებას რომ, ბიზნესის კეთებით ეკოლოგიური მდგომარეობა კატასტროფის წინაშე დააყენოს. მსგავსი ქმედებების გამოვლენის შემთხვევაში, ქვემო ქართლისა და მთელი ქვეყნის მასშტაბით, კანონის უმკაცრესი ზომები იქნება გამოყენებული.“ - განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა. 
 
ეკოლოგიური საფრთხეების შექმნის პარალელურად, აღნიშნული საწარმოების საქმიანობით გარკვეულწილად შეფერხდა გარდაბნის მუნიციპლიტეტის წყალმომარაგების მასტაბური პროექტის განხორციელება, ასევე პრობლემები შეიქმნა სოფელ სართიჭალის მცხოვრებლებისთვის ხარისხიანი წყალმომარეგებით უზრუნველყოფის პროცესში. 
 
ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლები და სამხარეო ადმინისტრაციის სამსახურების ხელმძღვანელი პირები.
 

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა