|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პროექტში "არაფორმალური განათლება ახალგაზრდების გაძლიერებისათვის" 21 ახალგაზრდა ჩაერთო

ქალაქ ქუთაისის მერიის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების მხარდაჭერით, ააიპ "საათი" მიმდინარე წლის ივნისში ახორციელებდა პროექტს "არაფორმალური განათლება ახალგაზრდების გაძლიერებისათვის". პროექტი მიზნად ისახავდა ადგილობრივი ახალგაზრდების გაძლიერებას, გააქტიურებას და მათი ჩართულობის გაზრდას ადგილობრივ დონეზე მიმდინარე ახალგაზრდულ საკითხებში.
პროექტის შედეგების ანგარიში დღეს "აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის" (EECMD)-ის ქუთაისის ოფისში ჩატარდა. პრეზენტაციას ქუთაისის მერი შოთა მურღულია დაესწრო და ახალგაზრდებს სერტიფიკატები გადასცა.
პროექტში 21 ახალგაზრდა საკონკურსო შერჩევის შედეგად ჩაერთო. პროექტის ფარგლებში ხუთი ტრენინგი ჩატარდა და ახალგაზრდები გაეცნენ აქტიური მოქალაქეობის, დასაქმების სპეციფიკის, საარჩევნო და ადამიანის უფლებათა საკითხებს.

ავტორი: ნიუპრესი