|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისი და სტრასბურგი დამეგობრებული ქალაქები გახდებიან

ქუთაისის და სტრასბურგის დამეგობრება,  ასევე ამ ქალაქების უნივერსიტეტების თანამშრომლობა,  ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან საფრანგეთის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების დანიშვნა, ამ და სხვა საკითხებს განიხილავდნენ ქუთაისში საფრანგეთის ელჩის ვიზიტისას. 

საფრანგეთის სრულუფლებიან ელჩს საქართველოში პასკალ მენიეს ქუთაისის მერი შოთა მურღულია და იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე  შეხვდნენ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: ჟან ლავუა - კულტურული ურთიერთობების მრჩეველი, ტერი ბურტე - ატაშე უნივერსიტეტებთან ურთიერთობების საკითხებში და მატილდა კომე - ტექნიკურ და ჰუმანიტარულ საკითხებში თანამშრომლობის ატაშე.  

შეხვედრაზე განიხილეს სხვადასხვა კულტურული სახის პროექტების მხარდაჭერის საკითხები, ასევე აღინიშნა ქუთაისში ფრანგული ენის შემსწავლელი ცენტრის გახსნის საჭიროება.  

მხარეებმა ისაუბრეს საფრანგეთიდან მეწარმეების ჩამოყვანისა და მათი დაინტერესების შესაძლებლობების შესახებ.  

 ელჩი იმ ქუთაისელ ახალგაზრდებსაც შეხვდა, რომლებიც „ახალგაზრდები ევროპისათვის“ პროექტის ფარგლებში სტრასბურგში იმყოფებოდნენ. შეხვედრას „ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოს (LDA )" წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. აღნიშნული პროექტი ,,LDA​"-ის ორგანიზებით, ქუთაისის და სტრასბურგის მერიის, ასევე ,,ALDA"-ს მხარდაჭერით განხორციელდა. ახალგაზრდებმა ელჩს პროექტის მნიშვნელობაზე და სამომავლო გეგმებზე ესაუბრნენ.

 

  

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა