|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნიკეას დასახლებაში ღვარსადენის მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდა

ქუთაისში ნიკეას და გამსახურდიას ქუჩების შემაერთებელ მონაკვეთზე ღვარსადენის ქსელი მოეწყობა. სამუშაოების ჩასატარებლად  ქუთაისის მერია  47 645 ლარიან ტენდერს აცხადებს.

 „მიმწოდებელი“ ვალდებულია ქალაქ ქუთაისში, ნიკეას ქუჩისა და კ. გამსახურდიას ქუჩის შემაერთებელ მონაკვეთზე ახალი ღვარსადენის ქსელის მოწყობის სამუშაოები განახორციელოს ხელშეკრულების დადებიდან 40 (ორმოცი) კალენდარული დღის განმავლობაში.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი