ქუთაისის პროფესიული სასწავლო ცენტრი - შანსი წარმატების და პროფესიონალიზმის (R)
"სამედიცინო კორპორაცია ევექსმა" ქუთაისში პროფესიული სასწავლო ცენტრი გახსნა, რომელიც დასავლეთ საქართველოს ეროვნული სამედიცინო ცენტრის შენობის მიმდებარედ ფუნქციონირებს.
პროფესიულ სასწავლო ცენტრში ერთდროულად 150 მსმენელს თეორიული ლექცია-სემინარები და პრაქტიკული მეცადინეობები
უტარდებათ, მუდმივად ხდება ინფორმაციის მიღება მსოფლიო მედიცინის უახლეს მიღწევებზე.
ტრენინგ
ცენტრში მოქმედებს თანამედროვე სამედიცინო
ინფრასტრუქტურით
მოწყობილი
სიმულაციური
სასწავლო
კაბინეტები,
სატრენინგო
აუდიტორიები,
საკოფერენციო
დარბაზები
და
კომპიუტერული
ლაბორატორია.
ქუთაისში
პროფესიული სასწავლო ცენტრი პირველ ეტაპზე
კორპორაციის შემადგენლობაში შემავალი კლინიკების სამედიცინო და არასამედიცინო პერსონალს მოემსახურება, ხოლო მეორე ეტაპზე კი საქართველოში არსებული სხვადასხვა სამედიცინო ინსტიტუტებისა და ტრენინგების საჭიროებით დაინტერესებულ პირებს გაუწევს დახმარებას.
"სამედიცინო კორპორაცია
ევექსის" გენერალური დირექტორის მოადგილის,
გიორგი ფხაკაძის განმარტებით, სამედიცინო პროფესია არის სპეციფიური და ამ სფეროში განვითარება
მნიშვნელოვანია. როგორც გიორგი ფხაკაძე აღნიშნავს, სამედიცინო სფეროში დასაქმებული
ადამიანებისთვის პროფესიული განვითარება, თავის მხრივ, ტრენინგების გარეშე შეუძლებელია.
"ჩვენი მთავარი
მიზანია ავამაღლოთ და გავაუმჯობესოთ ჩვენი სერვისები. ყველაფერი კეთდება იმისთვის,
რომ პაციენტი იყოს კმაყოფილი და მიიღოს საქართველოში საუკეთესო სერვისი," - აცხადებს
გიორგი ფხაკაძე.
სამედიცინო კლინიკებში
დასაქმებული პერსონალისთვის კვალიფიკაციის ამაღლება ქუთაისის პროფესიული სასწავლო ცენტრის ერთ-ერთი მიმართულებაა. აღნიშნული
კატეგორიის ადამიანებისთვის სწავლების თანამედროვე მეთოდიკა არაა ორიენტირებული დაწყებითი დონიდან.
ტრენინგ ცენტრში
კადრების გადამზადება კომპლექსურად ხდება. თეორიული მეცადინეობები და ლექცია-სემინარები
აუდიო ვიზუალითაა გამდიდრებული, რის შემდეგაც მსმენელებს საშუალება ეძლევათ პრაქტიკული
მეცადინეობების ოთახებში სხვადასსხვა მანიპულაციები ჩაატარონ.
"ჩვენი ტრენინგ ცენტრი გაკეთდა სამუშაო პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით. ადამიანი იღებს სიახლეს თეორიულად. ეს არის სწავლება საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, სადაც მაქსიმალურადაა ჩართული აუდიტორია და ასევე, ვიზუალური ეფექტი და მათი სამუშაო პრაქტიკიდან წამოშობილი პრობლემების განხილვა," - ამბობს ქუთაისის სასწავლო და კვლევითი ცენტრის დირექტორი, გიორგი ბერია.
ქუთაისში,
პროფესიულ სასწავლო ცენტრში, არა მხოლოდ კლინიკებში დასაქმებულ
კადრებზე, არამედ მომავალი თაობების განვითარებაზე და მათი პროფესიული დონის
ამაღლებაზეც ზრუნავენ.
ქუთაისის სასწავლო და კვლევითი ცენტრი საერთაშორისო პროფესიულ ასოციაციებთან და ორგანიზაციებთან ითანამშრობლომლებს. ცენტრში ტრენინგ-სემინარებს გამოცდილი ქართველი და მოწვეული უცხოელი ექსპერტები ჩაატარებენ.
ავტორი: დეა მანაგაძე