|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჭიათურაში მომხდარ ფაქტზე გამოძიებას ქუთაისის საოლქო პროკურატურა აწარმოებს

ჭიaთურაში, პოლიციის წინ ახალგაზრდები მეცამეტე დღეა შიმშილობენ. მათი თქმით, პროტესტს გააგრძელებენ, ვიდრე მომხდარ ფაქტზე საფუძვლიანი გამოძიება არ ჩატარდება და არ გათავისუფლდებიან პოლიციის უფროსი და მისი მოადგილე. 

მოშიმშილეები ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენლებმა მოინახულეს. მათი თქმით, საგამოძიებო პროცესში მოშიმშილეების ინტერესებს თავად დაიცავენ. 

ამ დროისათვის სამართალდამცველთა მხრიდან შესაძლო დანაშაულის ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებებს ქუთაისის საოლქო პროკურატურა აწარმოებს. 

შეგახსენებთ, მოშიმშილეები ამბობენ, რომ 26 მაისს, მათი ცხრა მეგობარი პოლიციამ ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით დააკავა. რვა ადმინისტრაციული წესით გაასამართლეს და გამოუშვეს, ერთ-ერთ მათგანს, თემურ გოშაძეს კი ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ისინი მეგობრის გათავისუფლებას ითხოვენ და ამბობენ, რომ პოლიცია ახალგაზრდებს თანამშრომლობას თხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაჭერით ემუქრებოდა. მოშიმშილეების ოჯახის წევრების განცხადებით, არ არის გამორიცხული, პროტესტმა თბილისში, კანცელარიასთან გადაინაცვლოს.

 

 

 

 

ჭიათურაში ერთ-ერთი მოშიმშილე შეუძლოდ გახდა

ქუთაისის მეორე საპყრობილეში პატიმარმა შიმშილობა გამოაცხადა

ჭიათურის პოლიციის შენობასთან ადგილობრივებმა აქცია გამართეს

ჭიათურის პოლიციის შენობის წინ სამი ადამიანი ერთი კვირაა, შიმშილობს

ჭიათურელთა საპროტესტო აქციამ, შესაძლოა, თბილისში გადაინაცვლოს

ჭიათურაში ახალგაზრდებმა პროტესტის ნიშნად, პირი ამოიკერეს

 

 

ავტორი: ნიუპრესი