|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მეუფე კალისტრატეს წინააღმდეგ დავა, შესაძლოა, უზენაეს სასამართლოში გაგრძელდეს

მეუფე კალისტრატესა და ჟურნალისტის დავა შესაძლოა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდეს, დალი ბარაბაძე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს. მისი თქმით, ქუთაისში, როგორც საქალაქო, ასევე სააპელაციო სასამართლოები მეუფე კალისტრატეს გავლენის ქვეშააა მოქცეული. მეუფე სხდომება სასულიერო პირების ამალით ესწრება, რითაც ცდილობს გავლენის მოხდენას სასამართლოზე. 

ჟურნალისტი, რომელიც საპატრიარქოს დაქვემდებარებულ რადიოში მუშაობდა, მეუფე კალისტრატეს სამსახურიდან უკანონო გათავისუფლებასა და ასევე გადაცემისათვის გამოყოფილი თანხის მითვისებაში ედავება.

სააპელაციო სასამართლოს სხდომა 22 ივნისს გაიმართა. სასამართლომ  ჟურნალისტის სარჩელი არ დააკმაყოფილა. როგორც დალი ბარაბაძე აცხადებს, მას მეუფემ  სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც შეუძლოდ გახდა და სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.  

"ქუთაისში არა მარტო ჩემზე, პროკურატურაზე, სასამართლოზე  მეუფე კალისტრატეს მხრიდან არის ძალიან დიდი ზეწოლა, მათ შორის ფსიქოლოგიური, მე აქ სამართალს ვერ ვაღწევ, ამიტომ ვაპირებ მივმართო უზენაეს სასამართლოს", -აცხადებს დალი ბარაბაძე.

ის ასევე საუბრობს მის მიმართ ერთ-ერთი სასულიერო პირის მიერ განხორციელებულ სიტყვიერი  შეურაცხყოფის ფაქტზე,  რომელიც ცნობილია სამართალდამცველებისათვის,  თუმცა ბარაბაძის თქმით, საქმე ამ დრომდე გამოძიებული არაა. 

 

ამ თემაზე: ქუთაისის საქალაქო სასამართლომ საპატრიარქოსა და ჟურნალისტის დავა განიხილა

მეუფე კალისტრატესა და ჟურნალისტს შორის დავა ქუთაისის სასამართლოში გრძელდება

მეუფე კალისტრატეს თანხის გაფლანგვაში ედავებიან

ჟურნალისტს სასულიერო პირმა შეურაცხყოფა მიაყენა

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა