-
-
-
-
-
-
-
უსტატუსო ბავშვები შუასაუკუნეობრივ იზოლაციაში
00:00 | 19.04.2012
კანონის წინაშე ყველა ადამიანი თანასწორია. თანასწორობის იდეა მითუმეტეს გულისამაჩუყებლად ჟღერს, როდესაც საქმე ბავშვებს ეხებათ. ყველა ბავშვი თანასწორია, თუმცა ყველა ბავშვს არ ეძლევა ერთნაირი პირობები და ერთნაირი გარემო. არ ეძლევათ ერთნაირი სტატუსი:არიან ობლები, სოციალურად დაუცველნი, მზრუნველობამოკლებულნი, ქუჩის ბავშვები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები, გასაშვილებელი ბავშვები, ასევე მოსწავლეები, შეიძლება სტუდენტებიც "ბავშვის" სტატუსით და ა.შ. ამ სტატუსის ბავშვები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაშია. რიგ ქვეყნებში ფუნქციონირებს ეკლესიის გარკვეული პატრონაჟის ქვეშ მყოფი საბავშვო დაწესებულებები. ისინი არიან საქართველოშიც, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული პანსიონატების სახით. რომელთა მკვიდრნიც იზოლირებულ სივრცეში იზრდებიან და რომლებიც სხვა ბავშვებიდან, წლების გან¬მავლობაში გამოირჩეოდნენ და გამოირჩევიან, არა მათი სტატუსით, არამედ სწორედ უსტატუსობით.